ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„იცის, სადაც შეიძლება ჩემი ნახვა“ - ჰოლოუეი თოფურიას რემატჩს სთავაზობს

მაქს ჰოლოუეი უახლოეს მომავალში UFC 318-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში დასტინ პორიეს კარიერაში მესამედ შეხვდება, თუმცა როგორც ჩანს ფიქრებით ის ილია თოფურიასთან დაპირისპირებაზეა გადართული, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანიშნულა, თუმცა საამისოდ წინაპირობა არსებობს და დენა უაითი ამაზე განსაკუთრებით „დალოცვილის“ მიერ გაკეთებული ბოლო კომენტარის შემდეგ დაფიქრდება.

მაქს ჰოლოუეი

პლანეტის ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიქეცი, როდესაც შევიტყვე, რომ ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებდნენ. როგორც ერთთან, ასევე მეორესთან ჩემი ისტორია მქონდა და საერთოდ არ ვნერვიულობდი, თუ რომელი გაიმარჯვებდა.

BMF-ის საჩემპიონო ქამარს დიდი ხანია ვფლობ, თოფურიას კი BMF-ის ყალბი ქამრით პოზირება უყვარს. თუ ნამდვილი სურს, იცის, სადაც შეიძლება ჩემი მოძებნა.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეისა და დასტინ პორიეს ორთაბრძოლა, რომელიც ამ უკანასკნელის კარიერაში დიდი ალბათობით უკანასკნელი იქნება, 19 ივლისს, ლუიზიანას შტატის ქალაქ ნიუ-ორლეანში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოლივეირა: თოფურიასთან ჩხუბში ყველაფერს შევცვლიდი
ოლივეირა: თოფურიასთან ჩხუბში ყველაფერს შევცვლიდი