ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არის ჩოგბურთის ბურთი ყვითელი
Aa
Aa

ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არის ჩოგბურთის ბურთი ყვითელი

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანი სერ დევიდ ატენბოროს მის საკულტო ბუნებრივ დოკუმენტურ ფილმებთან დაკავშირებით ეროვნულ საგანძურად აღიქვამს, ჩოგბურთის გულშემატკივრები 99 წლის ლეგენდას მადლობას უნდა უხდიდნენ, რომ ზოგადად სპორტის ყურების ფორმატი სრულიად რევოლუციურად შეიცვალა.

უიმბლდონის სამეფო ლოჟის ხშირი სტუმარი, სერ დევიდ ატენბორო კვლავ დაუბრუნდა თავის მუქ მწვანე სკამს, როცა გასულ კვირას ყველაზე პრესტიჟული ჩოგბურთის ტურნირი დაიწყო.

ხშირად სამეფო ოჯახის წევრებთან ან სპორტის ლეგენდებთან, დევიდ ბექჰემთან და როჯერ ფედერერთან ერთად გამოჩენილი ბიოლოგი მხოლოდ გულშემატკივარი არ არის. ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც დღეს მატჩების ყურება კომფორტულად შეგვიძლია, თუნდაც ეს უიმბლდონი არ იყოს..

სანამ ატენბორო ბუნების სამყაროს ხმა გახდებოდა, იგი  BBC-ის მაუწყებლობის ხელმძღვანელის რანგში მუშაობდა. როდესაც 1960-იან წლებში ფერადი ტელევიზია დაინერგა, ატენბორო იდეალურ შოუს ეძებდა ტექნოლოგიური მიღწევისთვის თვალსაჩინო დემონსტრაციის გასაწევად.

ერთ დღეს მან უიმბლდონის შესახებ განაცხადა: „ეს იდეალური სცენარია. გაქვს დრამა, გაქვს ემოცია — და რაც მთავარია, ეს ეროვნული მოვლენაა.“

სწორედ ამიტომ, იგი დარწმუნდა, რომ ტურნირი ფერადი მაუწყებლობის შესაფერისი შინაარსი იქნებოდა..

1967 წლის უიმბლდონისთვის მან ოთხი ფერადი კამერა გაგზავნა , BBC Two-ის მეშვეობით იმ იმედით, რომ ევროპის მასშტაბით სპორტული ღონისძიება პირველად ფერადად გადაიცემოდა. თუმცა, ერთი პრობლემა მაინც იყო — ბურთი ეკრანზე თითქმის არ ჩანდა.

მაშინდელი ჩოგბურთის ბურთები ტრადიციულად თეთრი იყო და, პროფესიონალური თამაშის სისწრაფესთან ერთად, ისინი უიმბლდონის გამწვანებულ კორტზე თვალისთვის ძნელი შესამჩნევი ხდებოდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ ატენბორომ წამოაყენა იდეა - ბურთის ფლუორესცენტურ ყვითელ ვერსიაზე გადასვლა, რაც, მისი აზრით, ტელემაყურებლებისთვის ბევრად უკეთესად შესამჩნევი იქნებოდა.

შემდგომმა კვლევებმა, რომელსაც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ITF) აწარმოებდა, დაადასტურა, რომ ფლუორესცენტური ყვითელი ბურთი მართლაც უფრო ხილვადია, როგორც ფერად, ასევე შავ-თეთრ გამოსახულებაზე.

ITF-მა ცვლილება ოფიციალურად 1972 წელს დააწესა და ყვითელი ბურთი ჩოგბურთის წესებში დაამკვიდრა. პირველად იგი 1973 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე გამოჩნდა და მალევე სხვა დიდი ტურნირებზეც გავრცელდა. ირონიულად, უიმბლდონის ორგანიზატორებმა თეთრი ბურთების გამოყენება კიდევ ათწლეულზე მეტ ხანს გააგრძელეს — მათ გადაწყვეტილება საბოლოოდ მხოლოდ 1986 წელს შეცვალეს.

იმავე წელს უიმბლდონის კომპენდიუმში აღნიშნული იყო: „ყვითელი ბურთები პირველად იქნა გამოყენებული, რადგან თეთრი ბურთები ბალახზე მწვანედ იკვრებოდა და ტელევიზიით თითქმის შეუმჩნეველი ხდებოდა, მაშინ როცა ჩოგბურთის პოპულარობა მკვეთრად იზრდებოდა.“

გულშემატკივრებმა სერ დევიდ ატენბორო კიდევ ერთხელ აღიარეს მას შემდეგ, რაც უიმბლდონის ოფიციალურმა Instagram გვერდმა მისი ისტორიული წვლილი გააზიარა. ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „კიდევ ერთხელ!!! ბრწყინვალეა!! მადლობა, სერ დევიდ ატენბორო.“ სხვამ კი დაამატა: „მსოფლიო ვერასდროს შეცვლის სერ დევიდს.“

ერთი ყოფილი ჩოგბურთელი, ვინც შესაძლოა ატენბოროს ინოვაციით განსაკუთრებულად ისარგებლა, არის ენდი მარი, რომელმაც გასულ თვეში განაცხადა, რომ უიმბლდონზე მაყურებლის სტატუსით დასწრებას არ აპირებდა. ყოფილი ჩოგბურთელი ტელევიზორში ყურებას გეგმავდა..

უიმბლდონი უკვე გახურდა და მეოთხედფინალური სტადიები მივიღეთ. ჩოგბურთი საკმაოდ ძვირი სპორტია და ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კორტებზე მივიდეს და დიდი სლემის ტურნირს საკუთარი თვალით უყუროს. ისინი, ვინც მატჩებს სახლიდან ადევნებენ თვალს, ნუ დაავიწყდებათ მადლობა უთხრან იმ ადამიანს, ვინც ეს შესაძლებელი გახადა - სერ დევიდ ატენბოროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები