თემურ ქეცბაია
Aa
Aa

გოლი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა | ემოციური თემურ ქეცბაია

კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში „ანორთოსისი’’ – „ხლორაკასის’’ მატჩი 2:2 დასრულდა. 83-ე წუთზე აბოაგიემ შორი მანძილიდან გაიტანა და თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი’’ დააწინაურა - 2:1. გოლი ქართველ მწვრთნელს იმდენად გაუხარდა, ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა, თუმცა ხუთ წუთში სტუმრებმა შეაგდეს და მატჩი ფრედ დასრულდა.

 

თემურ ქეცბაია მატჩის შემდეგ მედიას ესაუბრა: „ზოგჯერ საჭიროა ცოტა იღბალიც გქონდეს, თუმცა იღბალი მხოლოდ საკუთარი ძალით მოიპოვება. თამაშს ვაკონტროლებდით, გვქონდა მომენტები და შეგვეძლო მოგება.  შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ სჯობდა ცუდად გვეთამაშა და მოგვეგო. მეტი შრომაა საჭირო, გოლებს ძალიან იოლად ვუშვებთ. იმედგაცრუებული ვარ, ისევე როგორც გულშემატკივრები. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. წინ ბევრი მატჩი გვაქვს. თითოეულმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რომ გასავარდნი ზონიდან ამოვიდეთ''.

თემურ ქეცბაიას დაბრუნების შემდეგ „ანორთოსისმა'' კვიპროსის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, 3 დათმო.

13 ტურში „ანორთოსისმა'' მხოლოდ 3 ქულა დააგროვა, გამარჯვება არ მოუპოვებია, 5 გოლი გაიტანა და 16 გაუშვა, 14-გუნდიან ჩემპიონატში 3 ქულით მე-13 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები