„ხამზატ, შეგიძლია ჩემთვის მოემზადო“ - ალენმა ჩეჩენი ჩემპიონი გამოიწვია
კანადის ქალაქ ვანკუვერში გამართული UFC Fight Night 262-ის მთავარი მოვლენა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ნიდერლანდელმა რეინე დე რიდერმა, რომელსაც ზურგს ოთხბრძოლიანი მოგებათა სერია უმაგრებდა, მეოთხე რაუნდის შემდეგ შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ბრენდან ალენთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ეს უკანასკნელი გამარჯვებით ბუნებრივია გახარებული გახლდათ, თუმცა ჩხუბის შეფასებაზე უფრო მეტად საინტერესო მისი მხრიდან ხამზატ ჩიმაევისთვის გაგზავნილი გამოწვევა გამოდგა.
ბრენდან ალენი
ხამზატ, ვიცი რომ მეტოქედ ყოველთვის კარგი გრეპლერი გინდოდა. ჰოდა, თუ გსურს ახალგაზრდა მშიერ მებრძოლთან დაპირისპირება, მე მზად ვარ და სჯობს, ამ ბრძოლისთვის მზადება დაიწყო. ერთ რამეს ვიტყვი - როდესაც ოქტაგონში სწორად ვაზროვნებ, ნამდვილი მონსტრი და მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი ვხდები.
სხვათა შორის, რეინე დე რიდერთან ბრენდან ალენის გამარჯვებას ხამზატ ჩიმაევი სოციალურ ქსელში ასეთი ფრაზით გამოეხმაურა: „ეს ცანცარა ნიდერლანდელი კანადელს დანებდა“.