ხოსე ბორდალასი, ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

„მაგარი ცვლილება გააკეთე“ | რა უთხრეს ვინისიუსმა და ბელინგემმა ბორდალასს

ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში მადრიდის „რეალი“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა. „სამეფო კლუბმა“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა — 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი კილიან მბაპემ მე-80 წუთზე გაიტანა.

მატჩის 76-ე წუთზე ალან ნიომი ცვლილებაზე შევიდა და მოედანზე კიკო ფემენიას ნაცვლად გამოჩნდა. რამდენიმე წამში ის ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ უხეშობის გამო გააძევეს. ამ ეპიზოდის შემდეგ „ხეტაფეს“ მთავარ მწვრთნელს, ხოსე ბორდალასს, „რეალის“ ფეხბურთელებთან შელაპარაკება მოუვიდა.

მატჩის შემდეგ ბორდალასმა მომხდარზე ისაუბრა: „ვინისიუსი ჩემთან მოვიდა და მითხრა: „მაგარი ცვლილება გააკეთე.“ ვუპასუხე, რომ მოედანზე დაბრუნებულიყო, რის შემდეგაც ბელინგემი მოვიდა და მითხრა, სათადარიგოთა სკამზე დავრჩენილიყავი. ვუპასუხე: „ბევრს ნუ ლაპარაკობ და ითამაშე.“ ახლა ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ ვინისიუსს ჩემი პროვოცირება უნდა მოეხდინა — თუმცა არა უშავს.

რაც შეეხება წითელ ბარათს, გავიგე, მეოთხე მსაჯმა მთავარ არბიტრს უთხრა, რომ ნიომი უნდა გაეძევებინა. ვთვლით, რომ სასჯელი გადამეტებული იყო. დიახ, სერიოზული ჯარიმა იყო, მაგრამ ყვითელი ბარათის ჩვენებაც შეიძლებოდა. ვინისიუსმა გადააჭარბა და ნიომი უსამართლოდ გააძევეს.“

შეგახსენებთ, რომ 9 ტურის შემდეგ „რეალს“ 8 მოგება და 1 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „ბლანკოსი“ მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს გამართავს და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნერვიულობდა და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა“ - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე
„ნერვიულობდა და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა“ - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე