ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და ასისტი - შტურმმა დრამატულ ბრძოლაში მოიგო

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „ლინცს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. კიტეიშვილმა თავის გუნდში გამორჩეული მატჩი ჩაატარა და „შტურმის“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 29 წლის ნახევარმცველმა ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ანგარიში მე-8 წუთზე სტუმრებმა ჩუკვუანის გოლით გახსნეს, მე-17 წუთზე კი „ლინცმა“ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში გულშემატკივარმა 5 გოლი იხილა. 63-ე წუთზე გრაცელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. გოლი მალონემ გაიტანა, რომელმაც ოთარ კიტეიშვილის საგოლე გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

73-ე წუთზე გრგიჩის გოლით „შტურმმა“ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, თუმცა სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 75-ე წუთზე „ლინცმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 84-ე წუთზე კი ანგარიშიც გაათანაბრა.

ამის შემდეგ, „შტურმს“ მხსნელად ოთარ კიტეიშვილი მოევლინა, რომელმაც 87-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს სატურნირო ცხრილში მორიგი სამი ქულა მოუტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა „შტურმის“ შემადგენლობაში ზედიზედ მე-3 მატჩში შეძლო გოლის გატანა. ავსტრიის ბუნდესლიგაში მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 მატჩი, 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ამასთან, კიტეიშვილმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც შეძლო გოლის გატანა.

10 ტურის შემდეგ, გრაცის „შტურმი“ 21 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და საგულისხმოა, რომ კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. მომდევნო ტურში კიტეიშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე „ვოლფსბერგერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა | ემოციური თემურ ქეცბაია
გოლი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა | ემოციური თემურ ქეცბაია