ვარჯიშს სპეციალური ნიღბით განაახლებს | გერმანული გამოცემა გოჩოლეიშვილზე
„ჰამბურგის'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა ცხვირის მოტეხილობის გამო „ლაიფციგთან'' მატჩი გამოტოვა.
Hamburger Abendblatt-ის ცნობით, სავარაუდოდ გუნდთან ერთად ვარჯიშს მიმდინარე კვირის შუაში განაახლებს: „კვირის შუაში გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ განაახლებს ვარჯიშს სპეციალური ნიღბით, თუმცა რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს მოედანზე ამ ნიღბით, ეს ჯერ კიდევ უცნობია. შესაძლებელია შაბათს „ვოლფსბურგთან“ მოედანზე ვიხილოთ, თუმცა ეს ჯერ დაზუსტებული არაა''.
გოჩოლეიშვილი „შახტარის'' საკუთრებაა და „ჰამბურგში'' ერთწლიანი იჯარით თამაშობს. გერმანიის ელიტარულ ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა. ასევე, გერმანიის ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში „ჰამბურგმა'' 7-დან 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 3 დათმო. 18-გუნდიან ჩემპიონატში 8 ქულით მე-11 ადგილზეა.
მე-8 ტურში, 25 ოქტომბერს „ჰამბურგი'' „ვოლფსბურგს'' მიიღებს.