ვირჯილ ვან დაიკი
Aa
Aa

„უყურადღებო გოლი გავუშვით“ - ვან დაიკი მარცხმა ძალიან გააბრაზა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა განვლილი მატჩი შეაფასა და თანაგუნდელების მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა.

რა თქვა ვირჯილმა:

„მეორე გოლის ეპიზოდში ძალიან უყურადღებოდ ვითამაშეთ. ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა. პირველივე წუთებიდან ძალიან ბევრი ვიშრომეთ თამაშში დასაბრუნებლად, შევქმენით ისეთი მომენტები, რომლითაც გამარჯვებაც შეგვეძლო, მაგრამ ისეთი მეორე გოლი გავუშვით, რაც ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ასე არ უნდა ვთამაშობდეთ.“

„თუ თამაშს შევხედავთ, ვფიქრობ, აღმოვაჩენთ, რომ ზედმეტად ვჩქარობდით. ხშირ შემთხვევაში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით და როდესაც ბურთს ვკარგავდით, ინერტულად ვთამაშობდით. იმედგაცრუების მომგვრელი დღე იყო.“

„ეს იმედგამაცრუებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გულშემატკივრებისთვისაც, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს დერბი და მათ გამარჯვება ყველაზე მეტად უნდოდათ.“

„გუნდელებს ვეტყვი, რომ მუშაობა უნდა გააგრძელონ. იყავით თავმდაბლები და რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდით. პირველ რიგში, შეინარჩუნეთ თავმდაბლობა და გააგრძელეთ მუშაობა. რაც შეიძლება მაღალი თავდაჯერებულობა უნდა შევინარჩუნოთ.“

„ცხადია, როდესაც თავდაჯერებას კარგავ, შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გინდა, მაგრამ ასეთ დროს სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო.“

„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით კი ზედიზედ მეოთხე. არნე სლოტის გუნდი 8 ტურის შემდეგ 15 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „არსენალს“ 4 ქულით ჩამორჩა. მერსისაიდელები მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრებიან, მატჩი 25 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული მან. იუნაიტედთან ენფილდზე დამარცხდა - მამარდაშვილი სასტარტოში იყო
ლივერპული მან. იუნაიტედთან ენფილდზე დამარცხდა - მამარდაშვილი სასტარტოში იყო