ბრიუსელის ტურნირი | ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიუსელში მიმდინარე ATP-ის 250-იანი ტურნირის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი ჩოგბურთელი 1/16-ფინალში ქუენტინ ჰალისს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა.
ბასილაშვილმა მატჩი კარგად დაიწყო და მესამე გეიმში ბრეიკპოინტი გამოიყენა. 5:3-ზე, ჰალისის მოწოდებაზე ნიკოლოზს ორი სეტპოინტი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა, თუმცა საკუთარ მოწოდებაზე შეცდომები არ დაუშვია და პირველი პარტია 6:4 მოიგო.
მეორე სეტში ჩოგბურთელებმა ორ-ორი გეიმი გაცვალეს. 2:2-ზე ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და 3:2 დაწინაურდა. 5:3-ზე, მეტოქის მოწოდებაზე ქართველს მატჩპოინტი ჰქონდა, რომელთა გამოყენებაც არ გამოუვიდა. თუმცა, პირველი სეტის მსგავსად, მიზანს ამ შემთხვევაშიც მიაღწია - 6:4.
ცნობისთვის, ბასილაშვილი მერვედფინალში ფრანგ ჯოვანი მპეტში პერიკარდს (37-ე ადგილი რეიტინგში) შეხვდება. ფრანგმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ემილ რუუსუვუორის მოუგო.