მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„მე ასე არასდროს მოვიქცეოდი, მერაბი უნიკალურია“ | რას ამბობს სენდჰეგენი

კორი სენდჰეგენი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ ქართველ „მანქანასთან“ გამართული დაპირისპირება გაიხსენა და გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ დვალიშვილი დეკემბერში იჩხუბებს.

„მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდი და თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მერაბი ჩემზე უკეთესი აღმოჩნდა და რაღაცები მაქვს გამოსასწორებელი. მას მოსაგებად ძალიან კარგი გეგმა და ტაქტიკა აქვს შემუშავებული. გეგმას მიჰყვება და გამარჯვებას ვულოცავ. მან დამამარცხა მაშინ, როდესაც საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყავი.

არ ველოდებოდი, რომ მერაბს ასეთი ძლიერი დარტყმა ექნებოდა. რაც შეეხება მის დაბრუნებას, ამ გადაწყვეტილების გამო, ნამდვილი ცხოველია. ყველანაირი პატივისცემა მას. არაა ვალდებული ეს გააკეთოს, მაგრამ თავად უნდა და აკეთებს. მერაბი უნიკალური მებრძოლია. წარმატაბები მას, რადგან ასე სწრაფად ბრუნდება. პირადად მე, იმავეს არასდროს გავაკეთებ და ასე სწრაფად არასდროს ვიჩხუბებ.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მერაბისა და კორის ორთაბრძოლა 5 ოქტომბერს გაიმართა და 2 თვეში, „მანქანა“ პიოტრ იანს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლებელია“ | დენა უაითს თოფურიას მომდევნო ბრძოლაზე ჰკითხეს
„შესაძლებელია“ | დენა უაითს თოფურიას მომდევნო ბრძოლაზე ჰკითხეს