ილია თოფურია, დენა უაითი
Aa
Aa

„შესაძლებელია“ | დენა უაითს თოფურიას მომდევნო ბრძოლაზე ჰკითხეს

UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა პრესკონფერენცია გამართა და შეკითხვებს უპასუხა. 2026 წლიდან Pay-per-view მოდელი უქმდება და ორგანიზაციამ Paramount-თან გააფორმა შვიდწლიანი კონტრაქტი. Paramount-ის პირველი ღონისძიება თბილისის დროით, 14 იანვარს გაიმართება და უაითს ამ თემაზე ჰკითხეს.

ჟურნალისტის შეკითხვა: „პირველ ღონისძიებასთან დაკავშირებით გეგმები გაქვთ? ან როდის იწყებთ ამ თემაზე მუშაობას?

„პირველ ქარდზე მუშაობა დღეს დავიწყეთ. მებრძოლებისა და მათი მეტოქეების შერჩევის პროცესი გვქონდა. არის თუ არა შანსი, რომ ამ ღონისძიებაზე ილია თოფურია ვნახოთ? ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს.“

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში იწერება, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ გეიჯიმ განაცხადა, რომ თუ სატიტულო ბრძოლას არ მისცემენ, კარიერას დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი მენტალიტეტი ძალიან მომწონს“ | დენა უაითმა მერაბზე ისაუბრა
„ასეთი მენტალიტეტი ძალიან მომწონს“ | დენა უაითმა მერაბზე ისაუბრა