პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“მაინც კარგად იბრძოლა“ - ფრანგულმა მედიამ კვარას თამაში შეაფასა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა მადრიდის რეალი 4:0 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგულმა გამოცემებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს, რომელსაც გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

Parisfans: „პირველ ტაიმში მისმა მებრძოლმა სულისკვეთებამ ტექნიკური სიზუსტის ნაკლებობის კომპენსირება მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში მას შეტევითი ინსპირაცია აკლდა, მაინც კარგად იბრძოლა.“

Lequipe: „პარი სენ ჟერმენმა მიულერს და მოდრიჩს ცუდი ბოლო მატჩი მოუწყო. დაიწყო ახალი ერა, რომლის განსახიერებაც ვიტინია, დუე და კვარაცხელია არიან.

Maxifoot: „ყველას აინტერესებდა რა მოხდებოდა, თუ ქართველი გარემარბი უფრო მკვეთრი იქნებოდა? ბოლო მოძრაობამდე ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი უნაკლო იყო, თუმცა, როდესაც საქმე მომენტის დასრულებას ეხებოდა, სიცხადე აკლდა.“

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს გუნდის მხრიდან გოლები ფაბიან რუისმა(2), უსმან დემბელემ და გონსალუ რამუშმა გაიტანეს. ფინალში პარი სენ ჟერმენი ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს მორიგი ტრიუმფი - კვარა საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
პსჟ-ს მორიგი ტრიუმფი - კვარა საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია