ლუის ენრიკე: დომინანტი გუნდი ვართ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ DAZN-ის ეთერში კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა.
„ველოდებოდი კი ასეთ მატჩს? ამის ცოდნა თამაშამდე ყოველთვის რთულია, მაგრამ ჩვენ დომინანტი გუნდი ვართ, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს. მეტოქეებს იმავეს გაკეთება უჭირთ. ვფიქრობ, ეს მატჩი დომინირებით დავიწყეთ. ამ თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებული სეზონი გვაქვს და ჩემი აზრით, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ როგორიც „ჩელსია“. ახლა დროა მოვემზადოთ. გვინდა, რომ ჩვენი კლუბის ისტორიაში შევიდეთ“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პარიზელები ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდებიან. გადამწყვეტი მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.
თუ ლუის ენრიკეს გუნდი ამ შეხვედრასაც მოიგებს, ეს 2025 წელს მათი მეხუთე ტიტული იქნება. მიმდინარე წლის იანვარში პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასი მოიგო, შემოდგომაზე ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა.