პსჟ-ს მორიგი ტრიუმფი - კვარა საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით გაანადგურა.
მატჩი, რომელსაც ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე „მეტლაიფ არენა“ მასპინძლობდა, 4:0 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე ფაბიან რუისმა გახსნა, მე-9 წუთზე კი უსმან დებელემ ანტონიო რუდიგერის შეცდომით ისარგებლა და თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა.
24-ე წუთზე რუისმა დუბლი გაიფორმა, 87-ე წუთზე კი ტიბო კურტუას კარი, შეცვლაზე შემოსულმა გონსალო რამოსმა აიღო.
კვარას მომენტები:
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პარიზელები ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდებიან. გადამწყვეტი მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.
თუ ლუის ენრიკეს გუნდი ამ შეხვედრასაც მოიგებს, ეს 2025 წელს მათი მეხუთე ტიტული იქნება.
მიმდინარე წლის იანვარში პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასი მოიგო, შემოდგომაზე ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა.