„პსჟ ამ სეზონში მაღალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ...“- როგორია ბეილის პროგნოზი
გარეთ ბეილმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ილაპარაკა.
ყოფილი უელსელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ტურნირის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაამარცხებს.
„ამ სეზონში პსჟ მაღალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით მატჩის შედეგი - „რეალი“ მოიგებს. ალონსოს გუნდი შეუბრალებელი იქნება. „ბარსელონა“ და ყველა დანარჩენი მსოფლიო გაფრთხილებულია: „რეალში“ ახალი ერა იწყება“, - თქვა ბეილმა DAZN-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მადრიდის „რეალს“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, დღეს საღამოს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გეტყვით ასევე, რომ გარეთ ბეილი „რეალში“ 2013-2022 წლებში თამაშობდა.