პსჟ - რეალი | იქნება თუ არა ხვიჩა სასტარტოში
დღეს საღამოს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა L’Équipe-მა და Le Parisien-მა მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს. საგულისხმოა, რომ ორივე გამოცემის შემადგენლობა ერთმანეთის იდენტურია და ორივეში ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო თერთმეტეულში მოიაზრება.
„პსჟ-ის“ შემადგენლობა:
დონარუმა - მარკინიოსი, ჰაკიმი, მენდეში, ბერალდო - ნევეში, რუისი, ვიტინია - დუე, დემბელე, კვარაცხელია.
„რეალის“ შემადგენლობა:
კურტუა - ასენსიო, რუდიგერი, ალექსანდერ-არნოლდი, გარსია - ვალვერდე, ჩუამენი, ბელინგემი, გიულერი - გარსია, ვინისიუს ჟუნიორი.
ერთადერთი განსხვავება, რომელიც გამოცემების ნავარაუდევ შემადგენლობებშია, „რეალის“ შეტევითი ხაზია. L’Équipe-ის ვერსიით, ვინისიუს ჟუნიორის მეწყვილე გონსალო გარსია იქნება, Le Parisien-ი კი გარსიას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში კილიან მბაპეს მოიაზრებს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.