„ისე ვექცევით, თითქოს ახლადნაავარიევი მანქანა იყოს“ - თოფურიას ფიზიოთერაპევტი
ესპანურ მედიაში ილია თოფურიას ფიზიოთერაპევტისა და ახლო მეგობრის, ფრან ორტეგას კომენტარი ვრცელდება, რომელშიც ქართველი მებრძოლის ფიზიკურ მომზადებასა და უნარ-ჩვევებზე საუბრობს.
ფრან ორტეგა:
„ილიას გამარჯვებულის მენტალიტეტი და ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემები აქვს. მისი გენეტიკა საოცარია. მას, როგორც სპორტსმენს, საზღვრები არ გააჩნია.“
„რაც შეეხება მის ფიზიკურ მომზადებას და მდგრადობას, არ უყვარს „პატარა მასაჟები“. მოსწონს, როდესაც ინექციებს ვუკეთებთ და ისეთ პროცედურებს ვატარებთ, რომლებიც ვარჯიშის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ყოველი ბრძოლის შემდეგ ისე ვექცევით, თითქოს მანქანა იყოს, რომელიც ახლახან მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევას. ფიზიოთერაპია იმის განტვირთვას არ ეხება, რაც ისედაც არ არის დამუხტული, ეს ეხება მის გაუმჯობესებას, პრევენციასა და გააქტიურებას.“
„ილია და ალექსანდრე მეომრები არიან, რომლებიც ამ მიზნებისთვის არიან გაწვრთნილები. მათი სხეულები ფიზიკური განვითარების პარალელურად შეეგუვნენ ბრძოლას. ერთადერთი რამ, რასაც მათი კარიერის განვითარებას შეიძლება ხელი შეუშალოს, ეს წონის კლებაა. ხშირ შემთხვევაში, წონის კლება იმაზე მეტად სერიოზულია, ვიდრე ბრძოლის დროს დარტყმებისგან მიღებული დაზიანებები. წონის დაკლება ილიას ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. ეს პროცესი მოიცავს ექსტრემალურ დეჰიდრატაციას, მეტაბოლურ სტრესს და შეიძლება დააზიანოს იმუნური და კუნთოვანი სისტემები. მსუბუქ წონაში გადასვლით, მას წონის დიდი რაოდენობით დაკლება აღარ მოუწევს, რაც ილიას მისი უნარების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს.“
ორი კვირის წინ, ილია თოფურიამ მსუბუქ წონით დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. მანამდე, მატადორმა ქვემსუბუქ წონაში ჯერ ალექსანანდრ ვოლკანოვსკი გათიშა, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეიც მიაყოლა.