სიმიჩი: ასეთ სცენარს დღემდე მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ქუთაისის „ტორპედომ“ საოცარი მატჩით დაიწყო. ქუთაისში ყაზახური „ორდაბასი“ ჩავიდა და ზედრამატულ ბრძოლაში მასპინძლებმა 4:3 გაიმარჯვეს.
ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი „ტორპედოს“ 29 წლის სერბი ლეგიონერი მატეი სიმიჩი გახლდათ. ცენტრალურმა მცველმა დუბლი შეასრულა და 94-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი სწორედ ის გახდა.
სიმიჩმა შეხვედრის შემდეგ, პრესასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა.
„დუბლი, გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წუთზე… ასეთ სცენარს დღემდე მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი. მადლობა ქუთაისს: გუნდმა, ქალაქმა, ყველამ კარგად მიმიღო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი შემდეგი მიზანი? შესაძლოა ჰეთ-თრიკი, ვნახოთ“.
აქვე გეტყვით, რომ განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში, 17 ივლისს (20:00) ყველაფერი ყაზახეთში გადაწყდება.