რონალდოს სუპერ გოლი - ალ ნასრი საუდის პრო ლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს
საუდის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრიმ ფატეჰს უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. დიდებული მატჩი ჰქონდა ჟოაუ ფელიქსს, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მიუხედავად ფელიქსის ასეთი თამაშისა, მატჩის მთავარი ჰაილაითი კრიშტიანუ რონალდუს გოლი იყო.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:1 დააფიქსირა. იქამდე კი მან პენალტი ვერ გამოიყენა. ერთი გოლი კინგსლი კომანმაც გაიტანა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ვეტერანმა პორტუგალიელმა მე-7 ჩატარებულ შეხვედრაში მე-6 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე 1 საგოლე პასიც გახლავთ.
5 ტურის შემდეგ, ალ ნასრი საუდის პრო ლიგას 15 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ ალ ჰილალს 4 ქულით უსწრებს.