“კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ“ - სლოტი მან.სიტისთან მატჩის წინ
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ლივერპული მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სლოტი:
„გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის თამაში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იპყრობდა მთელი მსოფლიოს ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღებას. პირველიდან ბოლო წუთამდე ბოლომდე უნდა ვიყოთ ჩართული. კონცენტრაციის დაკარგვა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. რთული დაპირისპირება გველის.
პრემიერ ლიგაში არ არსებობს მომენტი, როდესაც შეგიძლია დაიჯერო, რომ საკმარისს აკეთებ. ვიაზრებ, რომ გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მათ გასახარებლად.
გასულ სეზონში ჩვენი პრესინგი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ამ სეზონის დასაწყისში, მაგრამ მე ვხედავ კარგ განვითარებას. ჩვენს მოთამაშეებს შეუძლიათ მეტი სირბილი, მეტი და უკეთესი პრესინგის განხორციელება, ამას თავდაცვითი პასუხისმგებლობაც ემატება.
სწორედ ამიტომ მაინტერესებს, ბურთის ფლობის მხრივ, ალბათ საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაში, თუ როგორ შევძლებთ ბურთის გარეშე ჩვენი მუშაობის ტემპის გაუმჯობესებას.“
შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის რიგებში არ უთამაშია. მისი სათამაშო წუთები მეტწილად ალისონ ბეკერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება ლივერპულს, სლოტის გუნდი პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილს იკავებს და ოთხეულისთვის იბრძვის. ლივერპულისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება 8 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.