ვალენსია, ალვარო არბელოა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

არბელოა: “მესტალიაზე სტუმრობა ყოველთვის რთულია“

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალს რთული გასვლითი მატჩი ელის. სამეფო კლუბი ვალენსიას დაუპირისპირდება. თამაშის წინ, ბლანკოსის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

არბელოა:

„მატჩის სირთულეს კარგად ვაცნობიერებთ. მესტალიაზე სტუმრობა ყოველთვის რთულია. ძალიან ორიენტირებულები ვართ, რომ შესანიშნავი თამაში ჩავატაროთ. სამი ქულის მოპოვება გვინდა, მხოლოდ ეს არის ჩვენი მიზანი. რეალის დამარცხება ყველა გუნდის წლის მთავარი გამოწვევაა. ასე იქნება ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგისთვისაც.

თამაშის მოსაგებად ყველა მოთამაშეს გამოვიყენებ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყოველთვის საუკეთესო თერთმეტეულის გამოყვანა, არამედ თითოეული მატჩისთვის საუკეთესო თერთმეტეულის შერჩევა, იმისდა მიხედვით, თუ რომელ მოწინააღმდეგეს ვუპირისპირდებით.

ყოველთვის რთულია პროცენტებზე და იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს. მთავარი ჩვენი თავდადებაა. საუკეთესო შედეგის მიღება გვინდა. როდრიგოს განცხადება შეცდომა იყო. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ ის საუკეთესო ფორმაში დავაბრუნოთ. მისი დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ ვალენსიას და რეალის დაპირისპირება 8 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მარსელი | ენრიკეს პრესკონფერენცია და ხვიჩას მდგომარეობა
პსჟ-მარსელი | ენრიკეს პრესკონფერენცია და ხვიჩას მდგომარეობა