ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

პსჟ-მარსელი | ენრიკეს პრესკონფერენცია და ხვიჩას მდგომარეობა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „მარსელთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ლე კლასიკის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს განსხვავებული სეზონია, ამიტომ როდესაც ფეხბურთელების დასვენების შესაძლებლობა გვეძლევა, ამას ყოველთვის ვიყენებთ. ვაკონტროლებთ მათ სათამაშო დროს და თითოეული ფეხბურთელის მდგომარეობას ვერგებით. „მარსელთან“ თამაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით.

„მარსელი“ კარგი გუნდია, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება და ლიდერობის შენარჩუნებაა. „მარსელი“ შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. გვინდა, გულშემატკივრებს კარგი სანახაობა შევთავაზოთ. ამ მატჩებში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს, თუმცა მთავარია, რომ ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი.

როდესაც დემბელე 100%-ითაა მზად, ის ძალიან სტაბილურ თამაშს აჩვენებს. ეს უნიკალური სეზონია და ყველა ფეხბურთელს უნდა გავუფრთხილდეთ, თუმცა დემბელეს თამაშით კმაყოფილები ვართ. „მარსელთან“ თამაშებს თუ გავაანალიზებთ, სუპერთასზე ისინი უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ლიგა 1-ის მატჩში საკუთარ მოედანზე. მათი მიზანიც მოგება იქნება, ამიტომ რთულ მატჩს ველოდებით“.

როგორია ხვიჩას მდგომარეობა

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან „ნიუკასლთან“ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ გუშინ საერთო ჯგუში ივარჯიშა და, როგორც RMC Sport-ის ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი წერს, მატჩის განაცხადში მოხვედრის კარგი შანსები აქვს. მის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ენრიკე დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში კვარაცხელამ 16 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

ცნობისთვის, პსჟ-ს 46 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის ლიდერია. ლუის ენრიკეს გუნდი „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს, ხოლო „მარსელზე“ 7 ქულით წინაა. „ლე კლასიკი“ 8 თებერვალს გაიმართება და შეხვედრა თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოვიგეთ, მაგრამ არ ვიცი, იყო თუ არა დამსახურებული“ - ენრიკე სტრასბურგთან მატჩზე
„მოვიგეთ, მაგრამ არ ვიცი, იყო თუ არა დამსახურებული“ - ენრიკე სტრასბურგთან მატჩზე