კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა | ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთს მოუგო
ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ყირგიზეთს 3:2 მოუგო. თბილისის ოლიმპიურ სასახელში საქართველოს ნაკრებიდან გოლები ჯანო კვარაცხელიას, ჯანიკო გიორგაიასა და გიორგი ჩიმაკაძის ანგარიშზეა.
გუნდებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება.
როგორც ნაკრების ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მატჩის დაწყებამდე სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა საქართველოს ნაკრების რიგებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, ირაკლი თოდუას და შოთა თოფურიას ეროვნულის ნაკრების 100-ნომრიანი ფორმები გადასცეს. თოდუამ მეასე შეხვედრა სლოვაკეთის წინააღმდეგ, ევრო 2026-ის პლეი-ოფში ჩაატარა, ხოლო თოფურიასთვის სწორედ ყირგიზეთთან მატჩი იყო მეასე სანაკრებო თამაში.
ფოტო: Nakrebi.ge