გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

La Reppublica: იუვენტუსის შემდეგ ალისონით ინტერიც დაინტერესდა

მილანის „ინტერი“ „ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარით, ალისონ ბეკერით დაინტერესდა. ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს.

„ზაფხულში „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ალისონისთვის იბრძოლებენ. ტურინელებს მარკო კარნესეკიც მოსწონთ, მაგრამ „ატალანტა“ იტალიელ მეკარეში 45 მილიონ ევროს ითხოვს. კიდევ ერთი კანდიდატი გულიელმო ვიკარიოა, რომელსაც ზურგს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება უმაგრებს, და მისი ფასი 30 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება“, - წერს გამოცემა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია „ბებერი ქალბატონის“ ინტერესზე ალისონ ბეკერის მიმართ, თუმცა La Repubblica აღნიშნავს, რომ როგორც ალისონი, ისე ვიკარიო მილანის „ინტერის“ რადარებზეც მოხვდნენ. კერძოდ, „ნერაძური“ იან ზომერის ჩანაცვლებას აპირებს და გამოცდილი მეკარის დამატება სურს.

„ლივერპულს“ უკვე ჰყავს ნაპოვნი ალისონის შემცვლელი, გიორგი მამარდაშვილის სახით, შესაბამისად, როგორც „იუვენტუსი“, ისე „ინტერი“ იმედოვნებს, რომ მერსისაიდელებთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება უფრო მარტივი იქნება“, - აღნიშნულია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემა TeamTalk-მა გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ავტორიტეტული ჟურნალისტი გრემ ბეილი წერს, რომ ქართველი მეკარე „ლივერპულიდან“ იჯარის წესით წასვლას სერიოზულად განიხილავს და არსებობს შანსი, რომ ზაფხულში კლუბს ამ თემაზე მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იჯარით წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს | ახალი ინფორმაცია მამარდაშვილზე
იჯარით წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს | ახალი ინფორმაცია მამარდაშვილზე