“ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ“ - სლოტი მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის წინ
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა - ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სლოტი:
„რაიან გრავენბერჰი სრულიად მზადაა" ხოლო იბრაჰიმა კონატე სავარაუდოდ დღეს შეუერთდება გუნდურ ვარჯიშს. ალისონ ბეკერი კი ჯერ ჯგუფურ ვარჯიშზე არ დაბრუნებულა, ამიტომ ის არ ითამაშებს არც ამ უქმეებზე და არც შემდეგ კვირას 'ბრენტფორდის' წინააღმდეგ.
შედეგები არ იტყუება — თუ სამ მატჩს ზედიზედ აგებ, უკეთესად უნდა ითამაშო. უნდა ვუპასუხოთ მარცხს, მაგრამ იგივე რეაქცია გვჭირდება მაშინაც, როცა სამ თამაშს ვიგებთ ზედიზედ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ, მაგრამ იმ იმედით, რომ ერთი-ორი პროცენტით მეტი ნაპერწკალი გვექნება.
ამ სეზონში იმდენ მომენტს ვერ ვქმნით, რამდენსაც შარშან, თუმცა მაინც გვაქვს ყველაზე მეტი მომენტი და ყველაზე მეტი დარტყმა კარში ღია თამაშიდან. უბრალოდ, ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. მე ველოდები პრემიერ ლიგის ყოველ მატჩს, მაგრამ შეიძლება ამ თამაშს კიდევ უფრო მეტად, რადგან ვიცი, რამდენად განსაკუთრებული დაპირისპირებაა ეს. ეს არის მატჩი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი უყურებს“
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირება 19 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება. ასევე შეგახსენებთ, აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას გიორგი მამარდაშვილი მიიღებს.