ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

“უნდა მოვიგოთ“ - ამორიმი ლივერპულთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. მატჩის წინ, წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ამორიმი:

„ორივე კლუბი მუდმივად ტიტულებისთვის იბრძვის. ვიცი რას ნიშნავს ეს მატჩი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს ერთი რიგითი მომავალი თამაშია. უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთ ვთამაშობთ. ეს შეხვედრა უნდა მოვიგოთ. თამაში გაცილებით რთულია, როცა შენგან მოგების მოლოდინი და პასუხისმგებლობა არსებობს. როდესაც დიდ კლუბში მუშაობ, ყველა მატჩის მოგებაა საჭირო.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხი მოგებას ელის. ჩვენ გარკვეული სირთულეები გვაქვს. მეტი თავდაჯერებულობა გვჭირდება. ეროვნული ნაკრებიდან ჩამოსული ფეხბურთელები მზად არიან. ვცდილობ ყველაფერი დავაბალანსო, რათა ყველა მზად იყოს.

ზოგჯერ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ თუ ორივე კლუბის ისტორიას გადახედავთ, იგრძნობთ, რომ ზოგჯერ არის ერთი კლუბი, რომელიც იმარჯვებს, იმარჯვებს, იმარჯვებს და ერთი კლუბი, რომელიც ცუდ მომენტს განიცდის. ასე იყო ლივერპული, როცა მანჩესტერ იუნაიტედი ყველაფერს იგებდა. და ახლა ლივერპული იგებს ყველაფერს და ჩვენ გვიჭირს. ლივერპულის დონეზე ასასვლელად დროა საჭირო.“

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირება 19 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება. ასევე შეგახსენებთ, აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას გიორგი მამარდაშვილი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ტურნირის ფალსიფიკაციაა“ - ალონსო ტებასს დაუპირისპირდა
„ეს ტურნირის ფალსიფიკაციაა“ - ალონსო ტებასს დაუპირისპირდა