„მოძალადის ადგილი ბაიერნში არ არის“ - ფანების პეტიცია ბოატენგის წინააღმდეგ
ჟერომ ბოატენგის „ბაიერნში“ ნებისმიერ პოზიციაზე დაბრუნებას კლუბის გულშემატკივრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. 37 წლის ვეტერან ფეხბურთელს, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, სურვილი ჰქონდა ყოფილ კლუბში სამწვრთნელო სტაჟირება გაევლო, თუმცა მის სურვილს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.
„რეკორდმაისტერის“ ფან-კლუბმა გაავრცელა ასეთი განცხადება: „მოძალადის წინააღმდეგ საზღვრები უნდა დაწესდეს. „ბაიერნში“ მისი ადგილი ნამდვილად არ არის და ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ - 17 ოქტომბრის მონაცემებით პეტიციას ხელი უკვე 2 200-მა ადამიანმა მოაწერა“. ქომაგების განცხადებას გამოეხმაურნენ „ბაიერნის“ შეფები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბოატენგმა მათ უბრალოდ თხოვნით მიმართა რამდენიმე დღით სტაჟირების გავლის თაობაზე და ის მუდმივად ნამდვილად არ დაუსაქმებიათ.
შეგახსენებთ, რომ ჯერომ ბოატენგს ბრალი ედებოდა ყოფილი შეყვარებულის, კასია ლენჰარდტის თვითმკვლელობამდე მიყვანაში, რომლის ცხედარიც 2021 წელს იპოვეს. გარდა ამისა, ბოატენგს ბრალი წაუყენეს მისი პირველი შეყვარებულისთვის და ორი შვილის დედისთვის, შერინ ზენლერისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაში, რის გამოც 200-ათას ევროიანი ჯარიმის გადახდა მოუწია.