მეგობარ გოგოზე თავდასხმის გამო ბოატენგს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება
Aa
Aa

მეგობარ გოგოზე თავდასხმის გამო ბოატენგს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება

„ლიონის“ ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგი მიუნხენის სასამართლოს წინაშე წარსდგება. საქმე ფეხბურთელის ყოფილ მეგობარ გოგოს შერინ ზენლერს ეხება, რომელმაც ფიზიკური ძალადობის ბრალდებით საჩივარი შეიტანა.

ზენლერსა და ბოატენგს ორი ქალიშვილი ჰყავთ.

2018 წელს, შვებულებაში ყოფნის დროს ბოატენგი ქალს ჩხუბის დროს თავს დაესხა.

„ეს არის ჩვენება ჩვენების წინააღმდეგ და ბოატენგის ყოფილ პარტნიორს ბრალდების გასამყარებლად მტკიცებულება არ აქვს“.

- ამბობს ჯერომის ადვოკატი.

თუ, ბოატენს სასამართლოს შემდეგ დამნაშავედ სცნობენ, მას ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში  ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგო კასია ლენჰარდტი, ბერლინში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

15-თვიანი ურთიერთობის შემდეგ, იმ დროს „ბაიერნის“ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი და კასიას ურთიერთობა დასრულებული იყო.

წყვილის დაშორება გამოიწვია ღალატის ბრალდებამ და შანტაჟმა. კასიამ დაშორების შემდეგ, ერთ-ერთ ბრიტანულ ტაბლოიდთან საუბრისას ბოატენგს „დემონი“ უწოდა და დაპირდა, რომ ერთ დღესაც ყველაფერს საჯაროდ იტყოდა.

პოლიცია ამ საქმეში ბოატენგს ერთ-ერთ ეჭვმიტანილად მოიაზრებდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები