ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრები | კვარაცხელია და მიქაუტაძე ნომინანტებს შორის

ფრანგული გამოცემა L’Équipe საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025 წლის სიმბოლურ ნაკრებს ადგენს. გამოცემამ ნომინანტები დაასახელა, რომელთა შორის ორი ქართველი ფეხბურთელი — ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე — მოხვდნენ.

„იანვარში „ნაპოლიდან“ გადმოსულმა ქართველმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენში“ 5-ვარსკვლავიანი სტატუსი სრულად გაამართლა. მან პარიზული გუნდის მაისურით 14 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა“, — წერს L’Équipe კვარაცხელიაზე.

„ის ოცნებობდა, მშობლიურ ქალაქში „ლიონის მეფე“ გამხდარიყო და მაშინ, როცა საკუთარ მიზანს თითქმის მიაღწია, გადაწყვიტა წასვლა, რათა კლუბს ფინანსურად დახმარებოდა“, — აღნიშნავს ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე საუბრისას.

ქართველი ფეხბურთელების კონკურენტები არიან: მატის აბლინი („ნანტი“), მაგნეს აკლიუში („მონაკო“), პიერ-ემერიკ ობამეიანგი („ალ-ქადისია“ / „მარსელი“), დილან ბაქვა („სტრასბურგი“ / „ნოტინგემ ფორესტი“), ბრედლი ბარკოლა („პარი სენ-ჟერმენი“), მიკა ბიერეთი („მონაკო“), რაიან შერკი („ლიონი“ / „მანჩესტერ სიტი“), უსმან დემბელე („პარი სენ-ჟერმენი“), დეზირე დუე („პარი სენ-ჟერმენი“), ემანუელ ემეგა („სტრასბურგი“), მალიკ ფოფანა („ლიონი“), ოლივიე ჟირუ („ლოს ანჯელესი“ / „ლილი“), მეისონ გრინვუდი („მარსელი“), ალექსანდრ ლაკაზეტი („ლიონი“ / „ნეომი“), ესტებან ლეპოლი („ანჟერი“ / „რენი“).

ცნობისთვის, გამოკითხვა ორ დღეში დასრულდება და ხმის მიცემა ფრანგული გამოცემის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოკიჩის საშობაო ზღაპარი - სერბმა NBA-ს მორიგი რეკორდი მოხსნა
იოკიჩის საშობაო ზღაპარი - სერბმა NBA-ს მორიგი რეკორდი მოხსნა