„ეს აუცილებელი იყო“ - ლიონში მიქაუტაძის ტრანსფერზე ისაუბრეს
„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის გაყიდვის მიზეზებზე ისაუბრეს. ფრანგული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მატიე ლუი-ჟანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართველი შემტევის გაყიდვის აუცილებლობა მძიმე ფინანსური პრობლემების გამო გახდა აუცილებელი.
რას ამბობს „ლიონის“ დირექტორი:
„პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჟორჟმა „ვილიარეალის“ მხრიდან წამოსული ინტერესის შესახებ ინფორმირებული იყო. ის ასევე აცნობიერებდა და იღებდა იმ ფაქტს, რომ კლუბი ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩვენ, ყველა „ლიონის“ წარმატებისთვის ვმუშაობთ. ჟორჟმა თავისი არჩევანი გააკეთა და ჩვენი პოზიციაც იცოდა. ყველაფერი ბუნებრივად წარიმართა. იდეალურ შემთხვევაში, მას დარჩენა სურდა, ჩვენ კი მისი წასვლა არ გვინდოდა. მაგრამ რაც მოხდა, ეს ერთადერთი გამოსავალი და ჩვენი საბოლოო მიზანი იყო - კლუბისთვის კიდევ ერთი ტრანსფერი იყო საჭირო. ჟორჟს ესპანეთში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურდა. ის ლამაზ პროექტს შეუერთდა.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზაზე იმყოფება და „ვილიარეალს“ თურქეთთან და ბულგარეთთან გასამართი მატჩების შემდეგ შეუერთდება. საქართველოს ნაკრები თურქეთს 4 სექტემბერს დაუპირისპირდება, ბულგარეთს კი – 7-ში.