გიორგი მიქაუტაძე, კორენტენ ტოლისო
Aa
Aa

„მასთან ერთად ძლიერი გუნდი ვიყავით“ | ტოლისომ მიქაუტაძის წასვლაზე ილაპარაკა

„ლიონის“ ფეხბურთელმა, კორენტენ ტოლისომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ისაუბრა. ფრანგმა ნახევარმცველმა Lemediacarre-ს ინტერვიუ მისცა და ქართველი ფეხბურთელის წასვლას გამოეხმაურა.

„ჩემზე ძალიან იმოქმედა მომენტმა, როდესაც მიქაუტაძე ჩვენთან გამოსამშვიდობებლად საწვრთნელ ბაზაზე მოვიდა. არ ვიცოდი, რომ თამაშზეც აპირებდა დასწრებას და ერთ-ერთ მომენტში დავინახე, რომ გულშემატკივრები მას პატივს მიაგებდნენ.

გიორგი კარგი ადამიანია და უცნაურია, რომ წავიდა, რადგან სეზონი მშვენივრად დაიწყო და მასთან ერთად, ძლიერი გუნდი ვიყავით. ვფიქრობ, შეიძლებოდა ეს სეზონი მისი ყოფილიყო და ლიონის ნამდვილი ცხრიანი გამხდარიყო. გასული სეზონი გადასვლის ფაზას წარმოადგენდა, რადგან ლაკაზეტს მენტორის როლი ჰქონდა, მიმდინარე სეზონში კი მიქაუტაძე გუნდის ლიდერი უნდა გამხდარიყო.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზაზე იმყოფება და „ვილიარეალს“ თურქეთთან და ბულგარეთთან გასამართი მატჩების შემდეგ შეუერთდება. საქართველოს ნაკრები თურქეთს 4 სექტემბერს დაუპირისპირდება, ბულგარეთს კი – 7-ში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქორწილის წინა დღეს მერაბის კუთხეში იდგება | სტერლინგისა და დვალიშვილის მეგობრობა
ქორწილის წინა დღეს მერაბის კუთხეში იდგება | სტერლინგისა და დვალიშვილის მეგობრობა