ქორწილის წინა დღეს მერაბის კუთხეში იდგება | სტერლინგისა და დვალიშვილის მეგობრობა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართავს. „მანქანისა“ და „სენდმენის“ დაპირისპირებას UFC 320-ზე ვიხილავთ, რომელიც თბილისის დროით, 5 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
დვალიშვილის ახლო მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი ამ ბრძოლის გამოტოვებას არ აპირებს. „ალჯო“ არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ მეორე დღეს ქორწილი აქვს, თუმცა დვალიშვილის კუთხეში მაინც იდგება და მერაბს რჩევებს მისცემს.
„მერაბს მოსამზადებელ კემპში ვერ ვეხმარები, თუმცა თავდაჯერებულობის დონე კვლავინდებურად მაღალი გვაქვს. ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობის სპარინგ-პარტნიორები ჰყავს და ისინი აუცილებლად დაეხმარებიან. თავდაჯერებულები ვართ და ვაპირებ, მერაბის კუთხეში ვიყო. მისი ბრძოლა ჩემი ქორწილის წინა დღესაა და აღფრთოვანებული ვარ. გიჟური კვირა იქნება (ალჯოს ქორწილი, UFC 320-ის მსგავსად ლას-ვეგასშია). იმედია, ჩხუბის შემდეგ მერაბი კარგად იქნება და ქორწილშიც მოვა.”
შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა ბოლოს ბრაიან ორტეგას წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „ალჯოს“ ქვემსუბუქ წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მეხუთე პოზიციას იკავებს.