ხვიჩა კვარაცხელია, ჟოაო ნევეში
Aa
Aa

ხვიჩას ისტორიული გოლი - პსჟ-მა ლიონს ბოლო წუთზე მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად „ლიონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა. 33-ე წუთზე ქართველმა შემტევმა პსჟ-ს სასარგებლოდ ანგარიში 2:1 გახადა და შესაბამისად, ლიგას 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ამის გარდა, ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და პარიზული გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი 75-ე წუთზე, გონსალუ რამუშით შეცვალა.

ხვიჩას გოლი:

ხვიჩას სტატისტიკა ასეთი იყო - 1 გოლი, საშუალოდ 0.36 შექმნილი საგოლე მომენტი, კარისკენ 2 დარტყმა - 1 ზუსტი და 1 დაიბლოკა. ბურთთან 61 შეხება, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, მეტოქე ორჯერ დააჯარიმა, 40-დან 31 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 ართმევა, 1 ვარდნა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 8-დან 6 მოგებული პოზიციური დუელი. Sofascore-ზე მისი თამაში 8.5 ქულით შეფასდა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში 26-ე წუთზე ვიტინიას პასით ზაირ-ემერიმ გახსნა, 30-ე წუთზე კი მორეირამ წონასწორობა აღადგინა. 33-ე წუთზე კვლავ ვიტინიას ასისტით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და პსჟ-მა ტაიმი 1:2 მოიგო. 50-ე წუთზე მაიტლან-ნაილსმა ანგარიში „ლიონის“ სასარგებლოდ კიდევ ერთხელ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე ჟოაო ნევეშმა გაიტანა.

პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ში ლიდერობა დაიბრუნა. 12 ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდი სატურნირო ცხრილში 27 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე-მესამე ადგილოსან „მარსელსა“ და „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს. „ლიონი“ კი 21 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

საგულისხმოა, რომ „ლიონთან“ გატანილი გოლი ხვიჩასთვის ისტორიული იყო. ქართველმა შემტევმა ევროპის ტოპ 5 ლიგაში 33-ე გოლი გაიტანა, რითაც ალექსანდრე იაშვილსა და ლევან კობიაშვილს გადაასწრო და ევროპაში ყველაზე შედეგიანი ქართველი ფეხბურთელი გახდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ლე ავრის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადაწყვეტილება ინსტიქტურად მივიღე“ - მამარდაშვილი ჰოლანდის პენალტზე
„გადაწყვეტილება ინსტიქტურად მივიღე“ - მამარდაშვილი ჰოლანდის პენალტზე