ენდრიკი
Aa
Aa

ლიონი და რეალი ენდრიკის იჯარაზე შეთანხმდნენ

„რეალის“ თავდამსხმელი ენდრიკი სეზონის მეორე ნახევარს „ლიონში“ გაატარებს. ამის შესახებ L’Equipe წერს.

კლუბები 19 წლის ფეხბურთელის იჯარის თაობაზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულება ძალაში ივნისამდე იქნება და ის გამოსყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს.

„ლიონი“ მადრიდის „რეალს“ 1 მილიონ ევროს გადაუხდის და უზრუნვეყოფს ენდრიკის ხელფასის 50%-ს. კონტრაქტი უახლოეს ორ დღეში გაფორმდება.

მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელი ცენტრფორვარდი „ლიონის“ განკარგულებაში ვარჯიშების განახლებისთანავე, 29 დეკემბერს გამოცხადდება, თუმცა, ოფიციალურად ტრანსფერი მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, 1-ელ იანვარს შედგება.

ამის გამო, ენდრიკი ვერ ითამაშებს საშობაო პაუზის შემდეგ დაგეგმილ პირველ მატჩში „მონაკოს“ წინააღმდეგ, თუ პროფესიული ფეხბურთის ლიგა გამონაკლისს არ დაუშვებს. აღინიშნება, რომ ამჟამად „ლიონი“ ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ენდრიკმა ამ სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. ის სამეფო კლუბის ღირსებას 2024 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალონსო მიიჩნევს, რომ ბოლო გამარჯვებებით დრო მოიგო | The Athletic
ალონსო მიიჩნევს, რომ ბოლო გამარჯვებებით დრო მოიგო | The Athletic