ჯოშუა ზირკზე
Aa
Aa

რომას ზირკზეს იჯარით აყვანა სურს

„რომამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯოშუა ზირკზეს იჯარით აყვანასთან დაკავშირებით, წინადადებით მიმართა.

იტალიურმა კლუბმა „წითელ ეშმაკებს“ ნიდერლანდელი ცენტრფორვარდის სანაცვლოდ, საერთო ჯამში, დაახლოებით 40 მილიონი ევრო შესთავაზა.

Il Messaggero-ს ინფორმაციით, „რომას“  24 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს 5 მილიონ ევროდ, მომავალ ზაფხულს მისი 30 მილიონად გამოსყიდვის უფლებით.

გარდა ამისა, რომაელები ითვალისწინებენ ბონუსსაც იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზირკზემ 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2024 წლიდან იცავს.

გეტყვით ასევე, რომ ჯოშუას მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდეა გათვლილი, ხოლო Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძემ ერთი-ერთზე ვერ გაიტანა - 10-კაციანი ვილიარეალის მარცხი ბარსელონასთან
მიქაუტაძემ ერთი-ერთზე ვერ გაიტანა - 10-კაციანი ვილიარეალის მარცხი ბარსელონასთან