გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო | ლობჟანიძის კარგი მატჩი MLS-ში
MLS-ში „ატლანტა იუნაიტედისა’’ და „დისი იუნაიტედის’’ მატჩი 1:1 დასრულდა. „ატლანტა იუნაიტედის’’ მთავარმა მწვრთნელმა რონი დეილამ საბა ლობჟანიძემ სათადარიგოთა სკამზე დასვა, თამაშში 74-ე წუთზე ჩართო. ქართველი გარემარბი აქტიური იყო, შეტევებს ამწავებდა, სტანდარტული დარტყმა მეკარემ აუღო. ასევე, ეფექტური მოქმედების შემდეგ გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა „დისი იუნაიტედის’’ მცველმა ლუკას მაკნოთონმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
2025 წლის რეგულარულ სეზონში 30 წლის ქართველმა გარემარბმა MLS-ში 33 მატჩი ჩაატარა, რეგულარული სეზონი უგოლოდ დაასრულა, 7 საგოლე პასი შეასრულა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ლიგის თასის სამ მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
MLS-ში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, აღმოსავლეთ კონფერენციაში „ატლანტა იუნაიტედმა’’ 28 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა, მხოლოდ ბოლოადგილოსან „დისი იუნაიტედს’’ გაუსწრო (2 ქულით).