ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა საქართველო
ფიფას რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები ფიფამ საფეხბურთო ნაკრებების რეიტინგი განაახლა და საქართველოს ეროვნული გუნდი 70-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
„ჯვაროსნები“ 68-ე ადგილს იკავებდნენ და განახლებულ რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდნენ. საქართველოს 1365.92 ქულა აქვს და ჩრდილოეთ მაკედონიას 0.35 ქულით ჩამორჩება, 71-ე ადგილზე მყოფ კაბო-ვერდეს კი 0.28 ქულით უსწრებს.
ჩვენს ნაკრებს წინსვლის შანსი ნოემბერში მიეცემა, როცა ვილი სანიოლის გუნდი მატჩში ჯერ ესპანეთს მიიღებს, შემდეგ კი ბულგარეთს ესტუმრება.
გეტყვით იმასაც, რომ რეიტინგში პირველი ესპანეთი გახლავთ. მეორე ადგილს არგენტინა იკავებს. საფრანგეთი მესამე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ინგლისი და პორტუგალია ხუთეულს ასრულებენ. ნიდერლანდები - მეექვსეა, ბრაზილია - მეშვიდე, ბელგია - მერვე, იტალია - მეცხრე, ხოლო გერმანია - მეათე.
ცნობისთვის, ვილი სანიოლის გუნდი ოქტომბერში ჯერ ესპანეთთან (0:2), შემდეგ კი თურქეთთან (1:4) დამარცხდა.