7 საგოლე მოქმედება | მექვაბიშვილმა გაიტანა და კრაიოვას გამარჯვებაში დაეხმარა
რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში „კრაიოვამ’’ შინ „უნირეა სლობოზიას’’ 3:1 მოუგო. მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე ანზორ მექვაბიშვილი იჯდა, 67-ე წუთზე ცვლილებაზე გამოვიდა, 71-ე წუთზე შორი მანძილიდან გაიტანა, „კრაიოვა’’ დააწინაურა - 2:1.
მიმდინარე სეზონში რუმინეთის ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაზე საერთო ჯამში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. საყრდენი ნახევარმცველისთვის 7 საგოლე მოქმედება ძალიან კარგი სტატისტიკაა.
„კრაიოვა'' კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაშია, პოლონურ „რაკუვთან'' გასვლით მატჩში დამარცხდა (2:0). ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ცვლილებაზე გამოვიდა, 31 წუთი ითამაშა. კონფერენს ლიგაზე „კრაიოვა’’ შემდეგ მატჩს საკუთარ მოედანზე სომხურ „ნოასთან’’ 23 ოქტომბერს გამართავს.
ამ მომენტში რუმინეთის ჩემპიონატში „კრაიოვა’’ 27 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბოტოშანს’’ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა თუ მესამეადგილოსანი ბუქარესტის „რაპიდი’’ ამ ტურში მოიგებს, მექვაბიშვილის გუნდი მესამე ადგილზე აღმოჩნდება.