ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

12 საგოლე მოქმედება და სიმბოლური გუნდი | მექვაბიშვილის აღიარება

რუმინეთის უმაღლესი ლიგის პირველი ექვსეულის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდში კრაიოვას ქართველი ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი მოხვდა. სიმბოლური გუნდი რუმინეთის სუპერლიგის ოფიციალურმა გვერდმა შეადგინა.

კრაიოვამ ბუქარესტის რაპიდს 1:0 მოუგო, საგოლე პასი ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზეა. Sofascore-მა ამ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება კარლოს მორას დაუწერა (8,0). მექვაბიშვილი მხოლოდ მას ჩამორჩა, მისი თამაში 7,8-ით შეფასდა.

24 წლის საყრდენმა მიმდინარე სეზონში რუმინეთის ჩემპიონატში, თასსა და ევროტურნირებზე საერთო ჯამში 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა (12 საგოლე მოქმედება).

რუმინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში უნივერსიტატეა კლუჟი და კრაიოვა 39-39 ქულით პირველზე არიან, კლუჟი 34 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე კრაიოვას ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარსულზე დაფუძნებული ყველა პროექტი მიმზიდველია | არველაძე ლანჩხუთის გურიას ესტუმრა
წარსულზე დაფუძნებული ყველა პროექტი მიმზიდველია | არველაძე ლანჩხუთის გურიას ესტუმრა