ბარსელონა, სელტა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“ეს ჩემი კარიერის ბოლო ნაბიჯი იქნება“ - ფლიკი საკუთარ მომავალზე

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა სელტას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

მატჩი

„მაქსიმალურ დონეზე უნდა ვითამაშოთ. ეს მარტივი შეხვედრა არ იქნება; სელტას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს აკონტროლებენ და ფლანგებიდან ძალიან კარგად უტევენ.“

ემოციები

„ყველა სეზონი ერთგვარი გზაა. შეიძლება ასეთი მარცხიც განიცადო... გუნდი ახალგაზრდაა. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მტკივნეული იყო, მაგრამ  დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ასევე მომავალ სეზონში. ეს უნდა გვაძლევდეს მოტივაციას. უნდა გავუმჯობესდეთ. მე ვამაყობ ჩემი გუნდით. ახლა ლა ლიგაზე ვართ კონცენტრირებულები. გვაქვს უპირატესობა, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია. ადვილი არ იქნება. გვინდა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ყველა ამაყობს ჩემი გუნდით.“

ჩემპიონთა ლიგა

„ჩემთვის დიდი ოცნებაა ამის მოგება ბარსელონასთან ერთად. ორი რამ მინდა. პირველი — ჩემპიონთა ლიგის მოგება და ვფიქრობ, მომდევნო წლებში შეგვიძლია ამის გაკეთება. უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები ტრანსფერებზე... სისულელეების გარეშე. სწორად უნდა ვიმოქმედოთ. გვაქვს პოტენციალი, რომ გავუმჯობესდეთ. კარგი სტრუქტურაა შექმნილი. და მეორე — მინდა ვიყო ბარსელონას მწვრთნელი, როცა სპოტიფაი კამპ ნოუ დასრულდება, არ ვიცი როდის მოხდება ეს. ეს დამოკიდებულია შედეგებზე. მე ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. ძალიან ბედნიერი ვარ და კმაყოფილი იმით, როგორ მიდის ყველაფერი აქ.“

კონტრაქტი

„ჩემი გეგმა გახანგრძლივებაა. სრულიად გულწრფელი ვარ. ეს ჩემი კარიერის ბოლო ნაბიჯი იქნება. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა კონტრაქტის განახლება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.

„ნაკრებში და ბაიერნში შესანიშნავი დრო გავატარე... მაგრამ აქ ვგრძნობ, რომ ჩემს გარშემო ყველაფერი საუკეთესოა. თუ ყველაფერს შევხედავ — კარიერას და ოჯახს — ძალიან ბედნიერი ვარ. განცდა ძალიან კარგია: გასახდელში ატმოსფერო შესანიშნავია... ჩემპიონთა ლიგა მოტივაციაა. ეს კლუბისა და გულშემატკივრების ოცნებაა. უნდა ვიყოთ ერთიანები და ისევ და ისევ ვცადოთ... და იმედია, ეს მალე მოხდება.“

ტრანსფერები

„ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. დავიმატებთ თუ არა ახალ თავდამსხმელს? ახლა ყველა ფეხბურთელი გვჭირდება, შემდეგ კი გავაანალიზებთ, რა გვჭირდება. გვაქვს გარკვეული იდეები, მაგრამ ახლა ამის განხილვის დრო არ არის.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ბარსელონა ლა ლიგის ლიდერია და მეორე პოზიციაზე მყოფ მადრიდის რეალს 9 ქულით უსწრებს. ბარსელონასა და სელტას დაპირისპირება 22 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები