ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

“მძიმე სანაკრებო პაუზა ჰქონდა“ - Liverpoolecho მამარდაშვილზე

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდული გამოცემა Liverpoolecho გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს:

„გიორგი მამარდაშვილის დებიუტი პრემიერ ლიგაში ჩელსის წინააღმდეგ შედგა, სადაც ლივერპული 2:1 დამარცხდა. ბევრი თანაგუნდელისგან განსხვავებით, გიორგიმ მძიმე სანაკრებო პაუზა გადაიტანა. ჯერ ესპანეთში 2:0 დამარცხდა, შემდეგ თურქეთში 4:1. მამარდაშვილმა თავისი მონაწილეობით ბოლო 4 მატჩი წააგო.

თუმცა მანჩესტერ იუნაიტედთან დაპირისპირება უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გიორგი მამარდაშვილი გახდება ისტორიაში მე-12 მეკარე, რომელმაც პრემიერ ლიგის ერაში ლივერპულის შემადგენლობაში წითელი ეშმაკების წინააღმდეგ ითამაშებს.

ქართველი მეკარე დიდ თამაშებს მიჩვეულია, რადგან ვალენსიას შემადგენლობაში რეალის და ბარსას წინააღმდეგ უწევდა თამაში. მეტიც, წლის დასაწყისში ის სანტიაგო ბერნაბეუზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, როდესაც ვალენსიამ სამეფო კლუბს 2:1 მოუგო და მამარდაშვილმა ვინისიუსს პენალტი აუღო. ასევე გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზეც მნიშვნელოვან შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

იქიდან გამომდინარე, რომ ალისონი ჯერ ვერ ბრუნდება. მომავალ 22 დღეში გიორგის 7 მატჩში მოუწევს მონაწილეობის მიღება. ამ 7-დან კი გამორჩეული რეალის და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ იქნება.“

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირება 19 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ გოლთან ძალიან ახლოს იყო | ჰაიდენჰაიმი ვერდერს დაუზავდა
ბუდუ გოლთან ძალიან ახლოს იყო | ჰაიდენჰაიმი ვერდერს დაუზავდა