ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს გატანა პირველ წუთზე შეეძლო | სენტ-ეტიენის საშინაო მარცხი

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში „სენტ-ეტიენი’’ შინ „ლე მანთან’’ 2:3 დამარცხდა.

„სენტ-ეტიენის’’ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო დავითაშვილი სასტარტო 11-ეულში ათამაშა, 68-ე წუთზე შეცვალა, როცა ანგარიში 1:2 იყო. ქართველ ფეხბურთელს ანგარიშის გახსნა პირველ წუთზე შეეძლო, თუმცა „ლე მანის'' მცველმა კარგად ითამაშა. პირველ ტაიმში ზურიკოს კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოვიდა.

 

ჰორნელანდმა ზურიკო ლიგა 2-ის ბოლო სამ მატჩში სასტარტოში დააყენა, თუმცა სამივე მატჩში შეცვალა. მე-9 ტურში „მონპელიესთან’’ დუბლი შეასრულა, ამ მატჩში 87-ე წუთზე გაიყვანა, თუმცა მე-8 ტურში „გენგამთან’’ (58 წუთი) და მე-10 ტურში „ლე მანთან’’ (68 წუთი) სათამაშო დრო შეუმცირა. როგორც წესი, ზურიკო მინიმუმ 80 წუთი თამაშობს ხოლმე. შესაძლოა, შემცირებული სათამაშო დროის მიზეზი არასტაბილურობაა, საუკეთესო თვისებების გამოვლენა დღესაც გაუჭირდა.

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 9 მატჩში (7 სასტარტოში) 4 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში ორ ფეხბურთელს, დამიენ დიურანსა (5 გოლი) და ტოფიკ ბენტაიებს (6 გოლი)  ჩამორჩება.

10 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი'' 20 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ტრუას'' 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 25 ოქტომბერს „ანესის'' ესტუმრება, რომელიც 12 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიჭირს გადაჭრით თქმა, მაგრამ ახალი სისხლი საჭიროა“ - შაშიაშვილი სანიოლსა და ნაკრებზე
„მიჭირს გადაჭრით თქმა, მაგრამ ახალი სისხლი საჭიროა“ - შაშიაშვილი სანიოლსა და ნაკრებზე