კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | ფრე დინამოების დერბიში
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში „დინამო არენაზე“ ორი „დინამოს“ მატჩი გაიმართა - თბილისელებისა და ბათუმელების მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა, ანგარიში კი 59-ე წუთზე გაიხსნა - ონორე გომისის პასის შემდეგ თბილისელები ირაკლი სირაძემ დააწინაურა.
მე-9 დამატებულ წუთზე სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ზუსტად ნიკა კალანდარიშვილმა შეასრულა.
28 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს - „იბერია 1999“ „დილას“ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. მესამე ადგილზე 46 ქულით თბილისის „დინამოა“.