დილა გარეჯთან დამარცხდა, იბერია ლიდერს დაეწია
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ფარგლებში დღეს სამი მატჩი გაიმართა. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ მატჩში „გარეჯმა“ ჩემპიონატის ლიდერს, გორის „დილას“ უმასპინძლა. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, როცა ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გადაცემა საკუთარ კარში ლუკა თოლორდავამ ჩაჭრა, 35-ე წუთზე კი შოთა შეყილაძემ სტუმართა უპირატესობა გაზარდა.
71-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ ერთი ბურთი გაქვითა, ხუთ წუთში კი თორნიკე ძებნიაურმა წონასწორობა აღადგინა. მეტიც, 89-ე წუთზე დავით სხირტლაძემ საგოლე პასს გოლიც მიუმატა და „გარეჯს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
პარალელურად, „კავკასიონი არენაზე“ „თელავმა“ „იბერია 1999“ მიიღო - ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე გორელთა ნიდერლანდელმა ლეგიონერმა, დერეკ აგიაკვამ გაიტანა. 46-ე წუთზე „დილა“ უმცირესობაში დარჩა - მოედნიდან თორნიკე მეგრელიშვილი გააძევეს, თუმცა თბილისელებმა 74-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანეს (გურამ გოშთელიანი) და „დილასთან“ ჩამორჩენა აღმოფხვრეს.
სათამაშო დღე „გაგრა“-„ტორპედოს“ მატჩმა დახურა. პირველ ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა, მეორე ტაიმში კი ქუთაისელებმა ორი გოლი გაიტანეს - 54-ე წუთზე თავი ბიორნ იონსენმა, 81-ეზე კი კომნენ ანდრიჩმა გამოიჩინა.
ხვალ 28-ე ტური ორი მატჩით დაიხურება: ფოთის „კოლხეთი“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს, თბილისში კი „დინამოების“ დერბი გაიმართება.