გია გეგუჩაძე
Aa
Aa

„ჩემი განთავისუფლება უსამართლობა იყო“ - გეგუჩაძის პირველი კომენტარი

მიმდინარე სეზონში საფეხბურთო კლუბ „იბერიაში“ მთავარი მწვრთნელი ბევრჯერ შეიცვალა - Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონს სეზონი ლევან კორღალიძემ დააწყებინა, რომელიც ევროტურნირებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გია გეგუჩაძემ შეცვალა, თუმცა ამ უკანასკნელის მუშაობა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა და ახლა მის ნაცვლად „იბერია 2“-დან დაწინაურებული გუგა ნერგაძე მუშაობს. რით იყო განპირობებული გამოცდილი სპეციალისტის მოკლევადიანი თავგადასავალი თბილისის კლუბში, ამის თაობაზე თავად გეგუჩაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ისაუბრა.

გია გეგუჩაძე

სიმართლე გითხრათ ბოლომდე ახლაც ვერ გავრკვეულვარ, რაში მდებდნენ ბრალს. ყველაფერს ცალსახად გეგმის მიხედვით ვაკეთებდი და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა. გადაწყვეტილება ჩემი განთავისუფლების შესახებ, ვთვლი, რომ უსამართლო იყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ამ გუნდს წარმატებებსა და ჩემპიონის ტიტულის დაცვას ვუსურვებ.

ცნობისათვის, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული 7 მატჩიდან „იბერიამ“ 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დილას მარცხი 10-კაციან დინამოსთან - სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა
დილას მარცხი 10-კაციან დინამოსთან - სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა