ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი ბუღრიძე
Aa
Aa

„კვარასნაირი ფეხბურთელი საქართველოს არ ჰყოლია“ - ბუღრიძე ნაკრების შანსებზე

მორიგი სანაკრებო ბატალიების მოახლოების გამო, საკლუბო ფეხბურთში საქართველოშიც პაუზა გამოცხადდა. 27 ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ლიდერი „დილაა“ და გორის კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ირაკლი ბუღრიძეა, რომელმაც Crystalsport-თან ინტერვიუში ესპანელებთან და თურქებთან მოახლოებულ მატჩებში საქართველოს ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

ირაკლი ბუღრიძე

იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდი საკადრო პრობლემების გამო შესუსტებული შემადგენლობით იქნება, ჩემი განწყობა ოპტიმისტურია. ზოგადადაც უნდა აღვნიშნო - საქართველოს ნაკრები მარტივი მეტოქე არავისთვის არის, რის გამოც არამხოლოდ ქულის აღების, არამედ ელჩეში გამარჯვების იმედიც მაქვს.

ხვიჩა კვარაცხელიას საქციელი სამაგალითოა - როდესაც მოთამაშეს ტრავმა აქვს, კლუბს აქვს უფლება ის ნაკრებში არ გაუშვას, ხვიჩამ კი პსჟ-ის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოეშვათ. ეს მის მაღალი პროფესიონალიზმის გარდა, დიდ თავდადებაზეც მეტყველებს. კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელი საქართველოს არ ჰყოლია.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, „დილასთან“ კონტრაქტი დეკემბრამდე მაკავშირებს და ზამთარში რა იქნება, ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი. ზაფხულში მქონდა პოლონეთის ერთი კლუბის ვარიანტი, მაგრამ დავრჩი და გორის გუნდთან ერთად მსურს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული გავხდე.

ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ჩატარებულ 24 მატჩში ირაკლი ბუღრიძის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბასილაძის 3 საგოლე პასი, ხარებავას ბრწყინვალე გოლი | წულუკიძემ თამაში გადაარჩინა
ბასილაძის 3 საგოლე პასი, ხარებავას ბრწყინვალე გოლი | წულუკიძემ თამაში გადაარჩინა