დილას მარცხი 10-კაციან დინამოსთან - სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა
Aa
Aa

დილას მარცხი 10-კაციან დინამოსთან - სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამე წრე საინტერესო მატჩებით დასრულდა და რაც ყველაზე მთავარია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ ერთხელ, უკიდურესად დაიძაბა. XXVII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ გათამაშების ლიდერი „დილა“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. მასპინძლების გამარჯვება კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია იმის გამო, რომ ისინი 80 წუთის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, რადგან ზღვარგადასული უხეშობისთვის არბიტრმა ბარნს ოსეი გააძევა. მიუხედავად ამისა, თბილისელებმა გორელების კარში ორი უპასუხო ბურთის გატანა შეძლეს. ჯერ 18 წლის კოტ დ’ივუარელმა ლეგიონერმა აბდულაიე იორომ ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა, ხოლო არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში „დინამოს“ სამაგალითო კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით მათე ვაწაძემ დაასრულა.

გორელების მარცხით კარგად ისარგებლა „იბერიამ“ და „დილასთან“ ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ახალი მთავარი მწვრთნელის, გუგა ნერგაძის ხელმძღვანელობით პირველი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება „გაგრასთან“ მოიპოვა, რომელიც სტუმრად 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის დუბლი ლუკა სილაგაძის ანგარიშზეა, ხოლო ერთი ბურთი დერეკ აგიაკვამ გაიტანა. რაც შეეხება „გაგრას“, პრესტიჟის გოლის ავტორი დავით გოცირიძე გახდა.

„სამგურალმა“ საკუთარ სტადიონზე „თელავთან“ დაძაბულ ბრძოლაში საჭირო 3 ქულა აიღო და კახელები 1:0 დაამარცხა. გამარჯვების ბურთი ბრაზილიელმა ლეგიონერმა რაიანმა ირაკლი ჯანჯღავას პასით გაიტანა.

ოცდაშვიდ ტურში დაგროვებული 59 ქულით Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას „დილა“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „იბერიას“ 3 ქულით უსწრებს. მომდევნო, რიგით XXVIII ტურის მატჩები 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბასილაძის 3 საგოლე პასი, ხარებავას ბრწყინვალე გოლი | წულუკიძემ თამაში გადაარჩინა
ბასილაძის 3 საგოლე პასი, ხარებავას ბრწყინვალე გოლი | წულუკიძემ თამაში გადაარჩინა