ვილიარეალი, ბეტისი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ტრავმა სერიოზული არ არის - მიქაუტაძე ბეტისთან მატჩის განაცხადშია

ბოლო დღეების განმავლობაში ესპანური მედია წერდა, რომ გიორგი მიქაუტაძე ბეტისთან ვერ ითამაშებდა. ამის მიზეზი ეროვნულ ნაკრებში მიღებული ტრავმა იყო.

სულ ცოტა ხნის წინ, ყვითელი წყალქვეშა ნავის განაცხადი დაიდო, რომელშიც ქართველი ფეხბურთელიც ფიგურირებს.

როგორც ჩანს, ჟორჟის ტრავმა სერიოზული არ არის და ის სათამაშოდ მზად არის. შესაძლოა მან მინდორზე 90 წუთი არ გაატაროს, მაგრამ, რადგან განაცხადში შეიყვანეს ეს იმას ნიშნავს, რომ თამაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ვილიარეალს სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა ხნით ადრე შეუერთდა. ჟორჟმა ადაპტაცია საკმაოდ მალე გაიარა და ახლა ვილიარეალი მის გარეშე წარმოუდგენელია.

გიორგიმ ესპანური გუნდის მაისური დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 7-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 3 გოლიდან ორი იუვენტუსს და მადრიდის რეალს გაუტანა.

ცნობისთვის, ვილიარეალის და ბეტისის მატჩი 19 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოძალადის ადგილი ბაიერნში არ არის“ - ფანების პეტიცია ბოატენგის წინააღმდეგ
„მოძალადის ადგილი ბაიერნში არ არის“ - ფანების პეტიცია ბოატენგის წინააღმდეგ