ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„დივიზიონის შეცვლის დრო დადგა“ - თოფურიას რჩევა დვალიშვილს

UFC-ში ქართველი მებრძოლების დომინაცია რომ მიმდინარეობს, ამაზე P4P-ის რეიტინგიც მეტყველებს, სადაც საუკეთესო სამეულში ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის სახით ჩვენი ქვეყნის ორი წარმომადგენელია. „ელ მატადორმა“ უკვე შეძლო და ორი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თუმცა ილია დარწმუნებულია, რომ იგივეს გაკეთება მერაბ დვალიშვილსაც შეუძლია.

რას ამბობს თოფურია

ამის შესახებ მერაბს უკვე ვესაუბრე და მან კარგად იცის, რომ დივიზიონის შეცვლის დრო დადგა. მუდამ ვარწმუნებ, რომ როგორც სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მიაღწია მიზანს, ასევე ქვემსუბუქშიც ჩემპიონი გახდება. წონის შეცვლის შემთხვევაში დვალიშვილს ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მოუწევს დაპირისპირება, რომელსაც ასი პროცენტით დაამარცხებს.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს ამჯერად პიოტრ იანთან შეხვედრაში დაიცავს, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქისა და მისი ბრძოლის თარიღის შესახებ კი, ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამთან ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიებაზე“ - თოფურიამ მახაჩევი ისევ ახსენა
„ისლამთან ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიებაზე“ - თოფურიამ მახაჩევი ისევ ახსენა