„მიზანმიმართულად და მძიმედ ვარჯიშობს“ - პიმბლეტი ილიასთვის ემზადება?
დენა უაითმა თქვა, რომ თოფურიას იანვარში ბრძოლა, რათა Paramount-თან ახალი გარიგება ხმაურით დაიწყოს - „შესაძლებელია“.
პედი პიმბლეტის გუნდელი შემ როკი თვლის, რომ პედი პიმბლეტის ძლიერი მხარეები არ არის ის, რასთან გამკლავებაც ილია თოფურიას სურს. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებაზეც იყო საუბარი, უდავოა, რომ პედი პიმბლეტთან შეჯახება უფრო დიდი ბრძოლაა.
პიმბლეტმა ცოტა ხნის წინ UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგშიც კი აიწია, მიუხედავად იმისა, რომ აპრილის შემდეგ არ უჩხუბია.
ცოტა ხნის წინ Bloody Elbow-სთვის მიცემულ ინტერვიუში UFC-ის ვარსკვლავის თანაგუნდელმა, შემ როკმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან არაფერი იცის დანამდვილებით, პედი რაღაცისთვის ემზადება.
„ვიცი, რომ პედი დარბაზშია, კვირაში ორჯერ ვარჯიშობს. ის მძიმედ ვარჯიშობს. მიზანმიმართულად ვარჯიშობს და ვფიქრობ, იხილავთ მის ბრძოლას, მაგრამ უბრალოდ არ ვიცი, ვინ, სად, როდის, რატომ? ეს პედის უნდა ჰკითხოთ.
პედის ისეთი თვისებები აქვს, რომელთა წინაშეც თოფურიას, ვფიქრობ, არ სურს დადგომა. ვფიქრობ, იგივეა არმან ცარუკიანის შემთხვევაშიც. როდესაც პედის მსგავს ბიჭს ებრძვი - წარმატებები, ძმაო. მას შეუძლია დარტყმის ატანა, ის დიდია, ფიზიკურად ძლიერია. როდესაც მის წინ დგახარ, ის ფიზიკურად შთამბეჭდავია. ის უფრო თუ ის შენს თავზე აღმოჩნდება, ეს გრძელი ღამე იქნება.
ცხადია, მიკერძოებული ვარ. ვიტყვი, რომ პედი დაამარცხებს მას, მაგრამ აქ, როგორც მიუკერძოებელი გულშემატკივარი, ეს ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მინდა ვნახო“.
ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში იწერება, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ გეიჯიმ განაცხადა, რომ თუ სატიტულო ბრძოლას არ მისცემენ, კარიერას დაასრულებს.